ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე აბასთუმანში, აბასთუმანი-ყანობილის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო და კონტრაქტორ და საზედამხედველო კომპანიების წარმომადგენლებს, ასევე პროექტზე პასუხისმგებელ პირებს სამუშაოების ხარისხიანად და დადგენილ ვადებში შესრულების შესახებ დამატებითი მითითებები მისცა.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია გზის სავალ ნაწილზე ახალი ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, სანიაღვრე ქსელის, რკინა-ბეტონის საყრდენი კედლებისა და კიუვეტების მოწყობა, გზებთან მიერთებების მოწესრიგება.
აბასთუმნის ობსერვატორიამდე მისასვლელი გზა სრულად მოწესრიგდება, რაც ვიზიტორთა უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს.