"მზესთან უფრო ახლოს - აჭარული გემოები" - კურორტ გოდერძიზე ტურისტული ღონისძიება გაიმართა. მთის ტრასების სააგენტოს ორგანიზებით, ალპურ ზონაში სტუმრებისთვის მრავალფეროვანი აქტივობები მოეწყო.
შეფ მზარეულებმა კულინარიული მასტერკლასები ჩაატარეს და სტუმრებს ადგილობრივი კერძები შესთავაზეს. კურორტზე საბაგირო ინფრასტრუქტურა ფუნქციონირებს და დამსვენებლებს ალპურ ზონაში ასვლის საშუალება აქვთ.