ირანის უზენაესი ლიდერის ახლო მოკავშირის ჰოსეინ ტაების განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ამჟამინდელი რიტორიკა სასოწარკვეთით არის გამოწვეული და აღნიშნა, რომ თეირანი აშშ-ს არ დაემორჩილება. ინფორმაციას CNN-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
დაზვერვის ყოფილმა უფროსმა, ტაებმა, რომელიც ამ თვის დასაწყისში უზენაესმა ლიდერმა მოჯთაბა ხამენეიმ ირანის მოხალისეთა გასამხედროებული ჯაჯგუფების - „ბასიჯის“ ხელმძღვანელად დანიშნა, განმარტავს, რომ ტრამპის რიტორიკა“ინიციატივაზე არ არის დაფუძნებული, პირიქით, ის სასოწარკვეთილებიდან გამომდინარეობს“.
"მტერმა ინიციატივა დაკარგა და სიტუაციის შეცვლას სხვა მეთოდებით ცდილობს“, -აღნიშნა ტაებმა.
ტაებმა ასევე განაცხადა, რომ ირანი არ გახსნის კრიტიკულად მნიშვნელოვან ჰორმუზის სრუტეს მანამ, სანამ მათი პირობები არ შესრულდება.