24 აგვისტო 2026,   01:43
ვრცლად
სერბეთში ტყის ხანძრები მძვინვარებს - ქვეყანამ სტიქიასთან გასამკლავებლად დახმარება ევროკავშირს და რუსეთს სთხოვა

სერბეთში ტყის ხანძრები მძვინვარებს. ქვეყანამ სტიქიასთან გასამკლავებლად დახმარება ევროკავშირს და რუსეთს სთხოვა. კერძოდ, ბელგრადმა ევროგაერთიანებისგან დახმარების სისტემის სახანძრო თვითმფრინავები და სპეციალიზებული ტექნიკა მოსთხოვა. სერბეთი ევროკავშირის წევრი არ არის, თუმცა ბლოკის სამოქალაქო დაცვის მექანიზმის ფარგლებში საგანგებო დახმარებაზე წვდომა აქვს.

მიმდინარე ზაფხულს ბელგრადმა ესპანეთს ტყის ხანძრებთან ბრძოლაში დასახმარებლად სახანძრო ვერტმფრენი და საგანგებო რეაგირების ჯგუფი აღნიშნული მექანიზმის ფარგლებში გაუგზავნა, თუმცა, როგორც "როიტერი" წერს, ევროპის მასშტაბით მძვინვარე ხანძრებმა ევროკავშირის რესურსები მნიშვნელოვნად ამოწურა.

დღის ამბები