23 აგვისტო 2026,   17:48
ვრცლად
თავდაცვის მინისტრმა სამხედრო ჰოსპიტალში ახალი ამბულატორიული შენობა, სრულად რეაბილიტირებული საოპერაციო ბლოკი და სხვადასხვა სამედიცინო დეპარტამენტი დაათვალიერა

თავდაცვის მინისტრი სამხედრო ჰოსპიტალში მიმდინარე სიახლეებს გაეცნო. ირაკლი ჩიქოვანმა ახალი ამბულატორიული შენობა, სრულად რეაბილიტირებული საოპერაციო ბლოკი და სხვადასხვა სამედიცინო დეპარტამენტი დაათვალიერა.

ჰოსპიტლის ხელმძღვანელობასთან შეხვედრაზე, მინისტრმა კლინიკის განვითარების მრავალწლიანი გეგმა და ინოვაციური სერვისების დანერგვის საკითხები განიხილა.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, განახლებული ინფრასტრუქტურა პაციენტებს საშუალებას აძლევს, თანამედროვე სერვისები და კვალიფიციური მომსახურება ერთ სივრცეში მიიღონ.

დღის ამბები