23 აგვისტო 2026,   11:13
ვრცლად
შეერთებულ შტატებში ბენზინის ფასი გასულ წელთან შედარებით თითქმის 1 დოლარით გაიზარდა - CNN

შეერთებულ შტატებში ბენზინის ფასი გასულ წელთან შედარებით, თითქმის 1 დოლარით გაიზარდა. საშუალო ფასი, რომელიც 4.11 დოლარია, ასევე უფრო მაღალია, ვიდრე 2024 და 2025 წლებში. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს

ჰორმუზის სტრატეგიულ სრუტეში ნავთობის ტრანსპორტირება კვლავ მკვეთრად შემცირებულია. ამასთან, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები ომისა და ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვების ერთობლივი გავლენის წინაშე არიან, რაც ზღუდავს მათ შესაძლებლობას, ნედლი ნავთობი ბენზინად, ავიაციურ საწვავად და დიზელად გადაამუშაონ. შედეგად, გლობალურ ბაზარზე საწვავის მიწოდებაც იზღუდება.

 

დღის ამბები