21 აგვისტო 2026,   21:38
ვრცლად
კიევი Starlink-ის მხარდაჭერით აღჭურვილი დრონების გამოყენების ნებართვის მიღებას ცდილობს, რასაც ტრამპი მხარს არ უჭერს - Financial Times

ოფიციალური კიევი ცდილობს, რომ რუსეთის ტერიტორიაზე საჰაერო თავდასხმებისთვის Starlink-ის მხარდაჭერით აღჭურვილი დრონების გამოყენების ნებართვა ილონ მასკიგან მოიპოვოს. ინფორმაციას  Financial Times-ი ავრცელებს.

Financial Times-ის წყაროების ცნობით, ივლისში თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონალდ ტრამპს სთხოვა, ილონ მასკთან უკრაინისთვის Starlink-ის გამოყენების ნებართვის საკითხი განეხილა, რუსული ბალისტიკური რაკეტების გამშვებ ობიექტებზე თავდასხმისთვის.

როგორც მედია წერს, ტრამპმა ამასთან დაკავშირებით ზელენსკის საბოლოო პასუხი არ გასცა და ოვალურ კაბინეტში შეხვედრაზე დამსწრე პირების თქმით, გეგმას მხარი არ დაუჭირა. გამოცემის წყაროები აღნიშნავენ, რომ მათი აზრით, მასკი კიევს ამის ნებართვას არ მისცემს.

"წყაროების ცნობით, ზელენსკიმ მასკს შესთავაზა, რომ ნება მიეცა უკრაინისთვის Starlink-ი გამოეყენებინა რუსეთში 200 კილომეტრის სიღრმეზე მოქმედ დრონებზე, რაც მოიცავდა ბალისტიკური რაკეტების გაშვების ინფრასტრუქტურას, მართვის სისტემებს და სხვა აქტივებს. კიევი ფიქრობდა, რომ ამ დარტყმების სიღრმის შეზღუდვა, მასკს მოთხოვნის დამტკიცებისკენ უბიძგებდა", – აღნიშნულია სტატიაში.

 

 

დღის ამბები