უკრაინაში ომი გრძელდება. რუსეთის ძალებმა სუმის ოლქში სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი სახლები დაბომბეს. მიმდინარეობს სამაშველო და სამძებრო სამუშაოები, ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ.
საპასუხო იერიშებს ახორციელებს უკრაინაც რუსეთის ტერიტორიაზე. დრონებით თავდასხმის შედეგად პერმში, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა.