ქალაქ ახალციხეში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება.
სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ანტონ ობოლაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერთან ვარლამ წიკლაურთან, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულთან იოსებ ალიბეგაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან საბა კბილაშვილთან ერთად გაეცნო.
ქალაქ ახალციხეში დასრულების ეტაპზეა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კალათბურთის დარბაზის სამშენებლო სამუშაოები, რომელიც გათვლილია 300 მაყურებელზე.
მიმდინარე წელს დასრულდება ახალი სამუსიკო სკოლის მშენებლობაც. პროექტის ფარგლებში აშენდა 4 სართულიანი შენობა, სადაც სასწავლო კლასები, საკონცერტო დარბაზი და სხვა საჭირო სივრცეები ეწყობა. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი, სასწავლო პროცესი კეთილმოწყობილ გარემოში გაგრძელდება.
ასევე, აქტიურად მიმდინარეობს, რუსთაველის ქუჩა №124-ში კინო-კლუბის მშენებლობა, სადაც თანამედროვე სტანდარტების მქონე, 250 მაყურებელზე გათვლილი დარბაზი, 50 კაციანი კინო-დარბაზი და მედიათეკა მოეწყობა.