21 აგვისტო 2026,   21:25
ვრცლად
სად შეიზღუდება ელექტროენერგია 21 აგვისტოს - იხილეთ ქუჩების ჩამონათვალი

"თელასის" ცნობით, ქსელში გადართვების გამო 21 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. 

ისნის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), გიორგი ნადარეიშვილის და სამგორის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარნეულის გზატკეცილის, ფონიჭალის დასახლების, ფონიჭალის III, IV მიკრორაიონების, ვირსალაძის, სოფიევას და მეფე ლუარსაბ პირველის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

დღის ამბები