21 აგვისტო 2026,   02:19
ვრცლად
"ტრამპის მუქარა სანქციების გამკაცრებასთან დაკავშირებით ომისა და სამხედრო აგრესიის მეორე მხარეა" - ირანის საგარეო უწყება

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ თეირანის წინააღმდეგ ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერების მუქარა დაგმო და მას "უკანონო" უწოდა

"ტრამპის მუქარა სანქციების გამკაცრებასთან დაკავშირებით ომისა და სამხედრო აგრესიის მეორე მხარეა"- აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში, რომელსაც ირანის სახელმწიფო მაუწყებელი IRIB ავრცელებს.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ სანქციების დაწესების შესახებ გადაწყვეტილების მიმღები და მათი განმახორციელებელი პირები "სისხლისსამართლებრივ დევნასა და სასჯელს დაექვემდებარებიან".

"ამ უკანონო ქმედების შედეგებსა და მის გავლენაზე პასუხისმგებლობა აშშ-ის მთავრობასა და ამ პოლიტიკის განმახორციელებელ პირებს დაეკისრებათ," - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა ოთხშაბათს ირანთან ეკონომიკური დაპირისპირების გაძლიერების მზადყოფნა გამოთქვა და სოციალურ ქსელში დაწერა, რომ შესაძლოა "ყველაზე გამანადგურებელი ეკონომიკური ოპერაცია" დაიწყოს.

 

დღის ამბები