ამბავი, რომელმაც ადგილობრივები გაახარა, ფასანაურის მასშტაბურ რეაბილიტაციას გულისხმობს. პროექტის მიხედვით დაგეგმილია ინფრასტრუქტურული ცვლილებები ფასანაურის ისტორიულ-კულტურული თავისებურებების შენარჩუნებით და ამავე დროს თანამედროვე არქიტექტურულ მიდგომებით.
პროექტი მოიცავს საცხოვრებელი სახლების ფასადების აღდგენას, ბულვარისა და საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას, სახელოვნებო - სამუსიკო სკოლის და საავადმყოფოს მშენებლობას.
ფასანაურის ფართომასშტაბიანი განახლების ფარგლებში, დაბაში უკვე მიმდინარეობს ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობაც.
პროექტის ფარგლებში ჩატარდება წინასწარი კვლევები და მომზადდება არქიტექტურული ესკიზები, რის შემდეგაც განხორციელდება სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები.
საბოლოო ჯამში კი გაუმჯობესდება ადგილობრივების ცხოვრების ხარისხი, ურბანული გარემო და ფასანაური გაცილებით მიმზიდველი გახდება ტურისტებისთვის.