კიევში, უკვე რამდენიმე საათია, სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. ნანგრევებიდან მაშველები ადამიანების ამოყვანას ცდილობენ. რუსეთის ძალებმა კიევზე და ქვეყნის რეგიონებზე ღამით მასშტაბური, კომბინირებული დარტყმა დრონებითა და რაკეტებით განახორციელეს.
კიევში, ბოლო მონაცემებით, 15 ადამიანია დაღუპული, 34 კი დაშავებული. დედაქალაქში გლოვის დღე გამოცხადდა.
მსხვერპლია ჟიტომირშიც. დრონი პოლიციის სამმართველოს მოხვდა, დაღუპულია 2 და დაშავებულია 20 ადამიანი. 5 ადამიანი დაღუპა ხერსონში. აგრესიის სამიზნე მიკროავტობუსი გახდა, რომელსაც მგზავრები გადაჰყავდა.