22 აგვისტო 2026,   15:45
ვრცლად
"აფხაზეთი უნდა დავიბრუნოთ ომით", რაც ფაქტობრივად, ითარგმნება, როგორც უკიდურესი პოლიტიკური პოპულიზმი და ცარიელი ომის რიტორიკა, ეს ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის განწყობას - ნიკა გვარამია

პოლიტიკური პოპულიზმი და ომის რიტორიკა - ასე პასუხობს ნიკა გვარამია სააკაშვილს, რომელმაც ყოფილი თანაგუნდელი ამჯერად ოკუპირებულ აფხაზეთთან დაკავშირებით გაკეთებული განაცხადების გამო გააკრიტიკა.

სააკაშვილის მთავრობის ყოფილი წევრი აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის პოზიცია ხალხის ემოციებზე პოპულისტური თამაშია.

"აფხაზეთი უნდა დავიბრუნოთ ომით", რაც ფაქტობრივად, ითარგმნება, როგორც უკიდურესი პოლიტიკური პოპულიზმი და ცარიელი ომის რიტორიკა. ეს ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის განწყობას, რომელსაც ომი არ უნდა და უპასუხისმგებლო, ცარიელი სიტყვებია, რომლის უკანაც არც რეალური სამხედრო გეგმა დგას და არც არანაირი ნაფიქრი სქემა. ჩემი პოზიცია კი რაციონალურია და ნაფიქრი: შევთავაზოთ აფხაზებს წინადადება, რომელზეც უარს ვერ იტყვიან," - წერს ნიკა გვარამია.

კიდევ ერთი დაპირისპირება მიხეილ სააკაშვილსა და ნიკა გვარამიას შორის პარტია "ახალის" ლიდერის განცხადებას მოჰყვა. გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ტრავმული მეხსიერება განვითარებას ბლოკავს, მაგალითი კი ფაშინიანია, რომელმაც ყარაბაღი დათმო. პასუხად, სააკაშვილმა ყოფილ თანაგუნდელს ისტორიის და გეოგრაფიის ცოდნა დაუწუნა და თქვა, რომ საზოგადოების აღშფოთება ობიექტური იყო.

შეფასება კეთდება მმართველ გუნდშიც, სადაც ამბობენ, რომ დაპირისპირება ფასადურია, რეალურად კი ოპოზიციის შიგნით ერთიანი მიდგომებია და მათ ხელისუფლების მშვიდობიანი პოლიტიკა და შერიგების ინიციატივები აღელვებთ.

 

დღის ამბები