მარტში შექმნილი ოპოზიციური ალიანსი აგვისტოში უკვე იშლება.
"ნაციონალურ მოძრაობაში" დიდი ხანია ღიად ამბობენ, რომ ალიანსთან დაკავშირებული საკითხები მათთვის საინტერესო აღარ არის. სააკაშვილის პარტიას თავიანთ რიგებში ვერც გაერთიანების სხვა წევრები ვერ ხედავენ.
საკითხს აფასებენ მმართველ გუნდში.
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ოპოზიციის ალიანსი თავიდანვე დაშლისთვის იყო განწირული.
"ეს ალიანსი როდესაც შეიქმნა უკვე მკვდრადშობილი იყო. იგავების კლასიკოსს, კრილოვს დავესესხები - აქტორები როგორც არ უნდა განათავსო, ისინი ეროვნულ სიმფონიას მაინც ვერ დაუკრავენ.
ბოლო წლების განმავლობაში, მათი უამრავ ფორმატში დალაგება-გადალაგება ვიხილეთ, მაგრამ არცერთი მათი გადალაგება-გადმოლაგება ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთო სიმფონიას არ ქმნიდა", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.