19 აგვისტო 2026,   01:38
ვრცლად
ირაკლი ქადაგიშვილი: მე-18 საუკუნეში გაკეთებულმა ცივილიზაციურმა არჩევანმა ქვეყანას ქრისტიანულ სამყაროსთან კავშირი შეუნარჩუნა

ერეკლე მეორეს ცივილიზაციური არჩევანი, რომელმაც ქართველი ერი და სახელმწიფო გადაარჩინა, ფსევდო ლიბერალების ფსევდო ევროპული ღირებულებები და სააკაშვილის ხელისუფლების მოღალატეობრივი მოქმედებების მაგალითები - პრემიერის ვრცელი ანალიზის შემდეგ ისტორიულ და დღევანდელ გეოპოლიტიკურ პროცესებს პოლიტიკოსები აფასებენ.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ დღეს არსებული გამოწვევების ფონზე მნიშვნელოვანია საზოგადოებამ სწორად გაიაზროს ისტორიაც და უახლესი წარსული.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ მე-18 საუკუნეში გაკეთდა ცივილიზაციური არჩევანი, რომლის შედეგადაც საქართველოს ქრისტიანული ევროპული მომავლის პერსპექტივა შეუნარჩუნდა.

"სწორედ ამ ცივილიზაციურმა არჩევანმა, რომ საქართველომ აირჩია გზა, რომელიც ისტორიულად ქრისტიანობასთან იყო დაკავშირებული და გზა, რომელსაც შეეძლო ქრისტიანულ სამყაროსთან კავშირი შეგვენარჩუნებინა და შემდგომში კიდევ უფრო მეტად მივახლოებულიყავით, განგვეღრმავებინა ეს ურთიერთობა, სწორედ ეს არის ის, რომ დღეს საქართველო არის იმ ტიპის ქვეყანა, იმ ტიპის სახელმწიფო, იმ ტიპის საზოგადოება, როგორც თავად პრემიერ-მინისტრმაც აღნიშნა, რომელსაც უნდა სწორედ ქრისტიანული ევროპული ცივილიზაციის ნაწილი და ასე ვთქვათ ამ გზაზე მავალი იყოს.
დღეს რომ საქართველო არის ევროპული ცივილიზაციური ყაიდის ქვეყანა და საზოგადოება, სწორედ ამ გადაწყვეტილებას აქვს ლომის წვლილი შეტანილი. დღეს ზოგიერთ საქართველო იმ რუკის კონტურში წარმოუდგენია, რაც ჩვენ საბჭოთა კავშირის დროიდან გვახსოვს. არ იყო საქართველო იმ დროს ამ რუკის კონტურში. სულ სხვანაირი უმძიმესი ვითარება იყო. საქართველოს სხვა კავშირი ქრისტიანულ სამყაროსთან არ გააჩნდა," - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

დღის ამბები