19 აგვისტო 2026,   01:45
ვრცლად
უკრაინაში ომი გრძელდება - რუსეთის ძალების თავდასხმის სამიზნე კიევის და ზაპოროჟიეს ოლქები გახდა

უკრაინაში ომი გრძელდება. რუსეთის ძალების თავდასხმის სამიზნე კიევის და ზაპოროჟიეს ოლქები გახდა - დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი სახლები.

ზაპოროჟიეს ოლქზე განხორციელებული დარტყმების შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა - არიან დაშავებულებიც.

უკრაინამ, საპასუხოდ რუსეთის რეგიონების მიმართულებით 600-ზე მეტი დრონი გაუშვა.

აფეთქებებია მოსკოვისა და რიაზანის ოლქებში. დაზიანებულია ლოგისტიკური და სასაწყობე ცენტრები, ხანძარია ენერგეტიკულ და სავაჭრო ობიექტებზე. იერიშის შედეგად დაშავებულია 6 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვია.

საშიშროების გამო ღამის განმავლობაში მუშაობა მოსკოვის ყველა აეროპორტმა შეაჩერა.

დღის ამბები