18 აგვისტო 2026,   03:36
ვრცლად
ტრამპი კიმ ჩენ ინზე: მე მას ვუგებ, ის კი მე მიგებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინთან ურთიერთობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ ერთმანეთის კარგად ესმით.

ტრამპის თქმით, კიმ ჩენ ინი მას ყოველთვის პატივისცემით ეპყრობოდა და სხვა ადამიანებთან განსხვავებით, მასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა.

"კიმ ჩენ ინი ყოველთვის დიდი პატივისცემით მექცეოდა. ჩვენ ერთად დრო გავატარეთ. მე მას ვუგებ, ის კი მე მიგებს. მას არავინ მოსწონდა, თუმცა მე მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს," -განაცხადა ტრამპმა.

დღის ამბები