18 აგვისტო 2026,   05:07
ვრცლად
ბინადრობის ნებართვის თაღლითური სქემა - დაკავებულ ხუთ პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ თაღლითობისთვის დაკავებულ თურქეთის ერთ და საქართველოს ოთხ მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა დაკავებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შესახებ.

მოსამართლემ გაიზიარა პროკურორის შუამდგომლობა, რომელშიც დეტალურად იყო აღწერილი, თუ როგორ მოქმედებდა დანაშაულებრივი ჯგუფი. დგინდება, რომ ბრალდებულებმა თურქეთის მოქალაქის სამგზავრო დოკუმენტში განათავსეს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ორმხრივი კვეთის დამადასტურებელი ოფიციალური შტამპები ისე, რომ საზღვრის რეალური კვეთა არ მომხდარა. ბრალდებულების ნაწილმა კი თანხის სანაცვლოდ ქვეყანაში უკანონოდ მყოფი უცხოელისთვის ლეგალური საფუძვლის შექმნა უზრუნველყო.

დღესვე სასამართლომ ბინადრობის ნებართვასთან დაკავშირებული კიდევ ერთი თაღლითობის საქმე განიხილა. ამ შემთხვევაშიც ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. საუბარია ახალგაზრდა მამაკაცზე, რომელმაც თურქმენეთის მოქალაქეს საქართველოში კანონიერად ყოფნის სანაცვლოდ 4 000 დოლარი მოსთხოვა.

თაღლითობაში მხილებულ პირებს 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. საქმის არსებითი განხილვა 5 ოქტომბერს დაიწყება.

დღის ამბები