17 აგვისტო 2026,   18:48
ვრცლად
პაკისტანის პრემიერი: ხანგრძლივი მშვიდობა ჩვენი ხალხების ნათელი და აყვავებული მომავლის უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა

პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, შეჰბაზ შარიფმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში დონალდ ტრამპს მექას ერთობლივი თავდაცვის შეთანხმების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკის პრეზიდენტის ლიდერობამ სამხრეთ აზიაში ბირთვული კატასტროფა თავიდან ააცილა.

"დიდ მადლობას ვუხდი პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მექას ერთობლივი თავდაცვის შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით გამოთქმული კეთილი და მხარდამჭერი სიტყვებისთვის.

მოძმე საუდის არაბეთის სამეფოსთან და თურქეთის რესპუბლიკასთან ერთად, პაკისტანი კვლავაც ითამაშებს კონსტრუქციულ როლს როგორც საკუთარი ქვეყნების, ისე მთელი რეგიონის თავდაცვის უზრუნველყოფაში.

ასევე, მინდა კიდევ ერთხელ შევაქო პრეზიდენტი ტრამპი მისი მამაცი ლიდერობისთვის, რომელმაც ხელი შეუწყო სამხრეთ აზიაში ბირთვული კატასტროფის თავიდან აცილებას და მილიონობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას.

ხანგრძლივი მშვიდობა ჩვენი ხალხების ნათელი და აყვავებული მომავლის უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა," - პაკისტანის პრემიერ-მინისტრი, შეჰბაზ შარიფი წერს სოციალურ ქსელში.

დღის ამბები