17 აგვისტო 2026,   17:05
ვრცლად
ინდოეთში ტაძარში მომხდარი ჭყლეტის შედეგად სულ მცირე შვიდი ადამიანი დაიღუპა

ინდოეთში, ბიჰარის შტატში მდებარე ტაძარში მომხდარი ჭყლეტის შედეგად სულ მცირე შვიდი ადამიანი დაიღუპა.

ინდური მედიის ცნობით, ინციდენტი აღმოსავლეთ ინდოეთში, ბიჰარის შტატის ლაქისარაის რაიონში მდებარე "აშოკ დჰამის" ტაძარში მოხდა.

სამართალდამცველის ინფორმაციით ადგილზე ელექტროენერგიის ბოძი ჩამოვარდა, რამაც პანიკა და, შესაბამისად, ჭყლეტვა გამოიწვია.

"ზუსტი მიზეზის თქმა მხოლოდ ყველაფრის გადამოწმების შემდეგ შეგვიძლია", - დასძინა მან.

გავრცელებული ინფორმაციით სამედიცინო დაწესებულებაში სულ მცირე 19 ადამიანი მკურნალობს.

ინციდენტის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ.

"ვწუხვარ ბიჰარში, ლაქისარაიში მომხდარი ჭყლეტის შედეგად ადამიანების დაღუპვის გამო.
ჩემი ფიქრები ამ მძიმე წუთებში დაღუპულთა ოჯახებთანაა.
ვუსურვებ დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას. ადგილობრივი ადმინისტრაცია დახმარებას უწევს დაზარალებულებს", - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებაში.

ტრაგედიის გამომწვევი ზუსტი მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.

მთავრობამ დაშავებულებისთვის დროული სამედიცინო დახმარების აღმოჩენის ბრძანება გასცა.

დღის ამბები