17 აგვისტო 2026,   17:54
ვრცლად
Reuters: ირანთან ომში დახმარებაზე უარის გამო, ტრამპი სამხრეთ კორეასთან ერთობლივ წვრთნებს ამცირებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პენტაგონს დაავალა "მნიშვნელოვნად შეამციროს" ერთობლივი სამხედრო წვრთნები აზიის რეგიონში თავის მრავალწლიან მოკავშირესთან, სამხრეთ კორეასთან, - წერს Reuters-ი.

მიზეზად მან წვრთნების ხარჯები და სეულის უარი დაასახელა ირანის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებში მონაწილეობაზე.

წვრთნების დაგეგმილ დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ "უკმაყოფილოა" ამ პროცესში აშშ-ის მონაწილეობით და ხაზი გაუსვა თავის "ძალიან კარგ ურთიერთობას" ბირთვული იარაღის მქონე და მკაცრი სანქციების ქვეშ მყოფი ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, კიმ ჩენ ინთან.






ავტორი: ლუკა ჩლაიძე

დღის ამბები