19 აგვისტო 2026,   10:41
ვრცლად
ევროპაში მასშტაბურ ხანძრებს ებრძვიან - ყველაზე რთული ვითარება ბელგიაში, გერმანიაში, საფრანგეთსა და ესპანეთშია

რეკორდული სიცხის და ხანგრძლივი გვალვის ფონზე, ევროპის ქვეყნებში მასშტაბურ ხანძრებს ებრძვიან.
ყველაზე რთული ვითარება ბელგიაში, გერმანიაში, საფრანგეთსა და ესპანეთშია.

ბელგიაში, ჰაი-ფენსის ნაკრძალში, ცეცხლმა 3 000 ჰექტრამდე ტერიტორია გაანადგურა. კერების ლოკალიზებას 250-ზე მეტი მეხანძრე ცდილობს.

გერმანიის დასავლეთით, სტიქიას ჰიურტგენის ტყეში ებრძვიან, მიმდებარე დასახლებების დატოვება 2 000 ადამიანს მოუწია.

საფრანგეთში, ლანდების რეგიონში, ცეცხლმა 1 700 ჰექტარზე მეტი ტერიტორია მოიცვა.

ხანძრის გამო მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს ესპანეთშიც, არაგონის ცეცხლი ათასწლოვან მონასტერსაც ემუქრება.

ხანძრების მაღალი რისკის გამო მზადყოფნის რეჟიმში მუშაობენ საბერძნეთისა და ხორვატიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურებიც.

დღის ამბები