17 აგვისტო 2026,   11:53
ვრცლად
ბელგიის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ტყის ხანძარი უკვე 3 000 ჰექტარზეა გავრცელებული

ბელგიაში, არდენების მთიან ნაწილში, ბუნებრივ ნაკრძალში მძვინვარე ხანძარი ბოლო 24 საათში თითქმის ორჯერ გაიზარდა.
ხანძრის ეპიცენტრი გერმანიის საზღვრიდან დაახლოებით 3 კილომეტრში მდებარეობს.

ბელგიის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ხანძარს 250-ზე მეტი მეხანძრე, სამხედრო, პოლიციელი და სამოქალაქო დაცვის თანამშრომელი ებრძვის.

სტიქიასთან საბრძოლველად მეხანძრეები გაგზავნა გერმანიამ და ლუქსემბურგმა.  ევროკავშირის მხრიდან კი სამი ვერტმფრენი და ორი თვითმფრინავია მობილიზებული.

დღის ამბები