16 აგვისტო 2026,   18:15
ვრცლად
შეერთებული შტატები განდევნილია და მათ აღარ აქვთ უფლება, შემოვიდნენ სპარსეთის ყურეში, ომანის ზღვასა და ჰორმუზის სრუტეში - ირანის არმიის სარდალი

 

ირანის არმიის სარდლის, გენერალი ჰატამის განცხადებით, შეერთებული შტატები "რეგიონიდან გაძევებულია" და მას სპარსეთის ყურეში, ომანის ზღვასა და ჰორმუზის სრუტეში შესვლის უფლება აღარ აქვს.

"შეერთებული შტატები განდევნილია და მათ აღარ აქვთ უფლება, შემოვიდნენ სპარსეთის ყურეში, ომანის ზღვასა და ჰორმუზის სრუტეში.

ყველამ უნდა იცოდეს, რომ ამერიკული ბაზები ვეღარასოდეს დაუბრუნდებიან აქამდე არსებულ მდგომარეობას და ირანი ამის უფლებას არასოდეს მისცემს", - აცხადებს გენერალ ჰატამი.

აღსანიშნავია, რომ განცხადება იმ ფონზე გაკეთდა, როდესაც თეირანსა და ვაშინგტონს შორის კვლავ დაძაბულობაა. ბოლო პერიოდში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპა ირანის წინააღმდეგ ეკონომიკური და სამხედრო ზეწოლის კიდევ უფრო გაძლიერების პირობა დადო, ხაზინის დეპარტამენტმა კი თეირანის წინააღმდეგ უპრეცედენტო ზომების მომზადება დააანონსა.

დღის ამბები