16 აგვისტო 2026,   23:25
ვრცლად
მასალები გადმოგვცეს ახლა, ბრალდებულს შევხვდით, ჯერჯერობით მისი პოზიცია დუმილის უფლებაა - თაღლითობის მუხლით დაკავებულის ადვოკატი

დიდი ოდენობით თაღლითობა და თაღლითობის მცდელობა - ორ სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებული 6 პირიდან 2-ს პროკურატურამ ბრალი უკვე წარუდგინა. დღესვე წარუდგენენ ბრალს, დაკავებულ კიდევ 4 პირს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოძიების თანახმად, პირველ საქმეზე დანაშაულებრივი ჯგუფი თურქეთის მოქალაქეს თანხის სანაცვლოდ ბინადრობის ნებართვის მიღებას დაჰპირდა.

მეორე საქმეზე კი საქართველოს მოქალაქე ერთ-ერთ პირს ქვეყანაში ყოფნის ვადის გასახანგრძლივებლად საზღვრის გადაკვეთაში დახმარებას სთავაზობდა.

ორივე შემთხვევაში ბრალდებულებმა ფულადი თანხა მოტყუებით მიითვისეს, თუმცა დანაპირები არ შეუსრულებიათ. დაკავებულებს 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

“ედავებიან თაღლითობაში ხელშეწყობას, მცდელობას თაღლითობის და ამ მუხლითაა, 180-ე მუხლით წაყენებული ბრალდება, 19-180 მუხლით. მასალები გადმოგვცეს ახლა, ბრალდებულს უკვე შევხვდით, გვქონდა მასთან გასაუბრების საშუალება ბუნებრივია რამდენიმეჯერ. მისი პოზიცია არის ჯერჯერობით, სანამ მასალებს გავეცნობით, დუმილის უფლებაშია. ეს არ ნიშნავს, რომ მას არ აქვს გამიზნული, რომ სამომავლოდ ითანამშრომლოს და ალბათ, რაც გახდება მერე საფუძველი ჩვენი საპროცესო შეთანხმების გაფორმების“, - აცხადებს ადვოკატი არჩილ დვალიშვილი.

 

დღის ამბები