უნგრეთში, პოლონური ავტობუსის გადაბრუნების შედეგად თორმეტი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 10 დაშავდა. ინფორმაციას Reuters-ი უნგრეთის პრემიერ-მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, ავტობუსი აღმოსავლეთ უნგრეთში, მეზოკერეშტეს ქალაქთან ახლოს, გზიდან გადავიდა და გადაბრუნდა. ავარია გზატკეცილზე მოხდა, როდესაც ავტობუსი ნირეგიჰაზას
მიმართულებით მოძრაობდა.
Reuters-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ ავტობუსში 57 მგზავრი და ორი მძღოლი იმყოფებოდა.
პოლიციის განცხადებით, პირველადი ინფორმაცია მიუთითებს, რომ ავტობუსის მძღოლს სავარაუდოდ ჩაეძინა.