16 აგვისტო 2026,   15:35
ვრცლად
ტრამპმა საკუთარ უსაფრთხოებაზე უნდა იზრუნოს - ირანელი დეპუტატი

ჰორმუზის სრუტის გარშემო არსებული დაძაბულობის ფონზე, ირანელი დეპუტატი ებრაჰიმ აზიზი აშშ-ის პრეზიდენტს აფრთხილებს, რომ მუქარების გაგრძელების ნაცვლად მან საკუთარ უსაფრთხოებაზე იზრუნოს. 

"შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჰორმუზის სრუტის შესახებ თავისი გაუსაძლისი მუქარის გაგრძელების ნაცვლად, საკუთარ უსაფრთხოებაზე უნდა იზრუნოს".

"შესაძლოა ისეთი პირობები შეიქმნას, როდესაც თავად გახდება იძულებული, უსაფრთხოების მიზნით თავი საკვების გადამზიდავ სატვირთო ავტომობილს შეაფაროს", - დასძინა მან.

ეს განცხადებები ირანის მხრიდან, სრუტესთან დაკავშირებული გაფრთხილებების ფონზე გაკეთდა - ირანში კვლავ აცხადებენ, რომ სრუტე მხოლოდ მას შემდეგ გაიხსნება, როდესაც აშშ-ის სამხედრო ჩარევა დასრულდება.

დღის ამბები