კოლუმბიაში მომხდარი 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 294-მდე გაიზარდა. ოფიციალური ინფორმაციით, დაშავებულია 3 935 ადამიანი.
ხელისუფლების ინფორმაციით, ამ დრომდე დაკარგულად ითვლება 320 ადამიანი. მაშველებმა ნანგრევებიდან 353 მოქალაქის გამოყვანა და გადარჩენა მოახერხეს.
მედიის ცნობით, მიწისძვრამ მთელი ქვეყნის მასშტაბით 32 ქალაქი მნიშვნელოვნად დააზარალა.