16 აგვისტო 2026,   14:01
ვრცლად
რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ევროკავშირს თურქეთის მიღების სურვილი არ ეტყობა, წევრობა ანკარასთვის აღარ არის პრიორიტეტი - დამარცხებული ევროპა დარჩება

იმ ფონზე, როდესაც ოფიციალური ანკარისა და ბრუსელის ურთიერთობები უკვე წლების განმავლობაში რთულ ფაზაშია, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ევროკავშირს თურქეთის საკუთარ რიგებში მიღების არც სურვილი გააჩნია და არც მზაობა.

თურქეთის ლიდერის თქმით, ევროპასთან ინტეგრაცია ქვეყნისთვის აღარ წარმოადგენს პრიორიტეტს, ხოლო ამ პოლიტიკური გადაწყვეტილებისა და მიდგომის მთავარი მარცხი საბოლოო ჯამში სწორედ თავად ევროპას დაატყდება თავს.

"ევროკავშირს თურქეთის მიღების სურვილი არ ეტყობა, წევრობა ანკარასთვის აღარ არის პრიორიტეტი და ამის შედეგად ევროპა "დამარცხებული" დარჩება," - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

 

დღის ამბები