ბელგიაში 18 წლის სტუდენტმა საკანალიზაციო სამუშაოების დროს 9 მილიონი ევროს ღირებულების ოქრო იპოვა, - წერს მედია.
ბელგიაში ყოფილი ლუდსახარშის ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოებისას 18 წლის სტუდენტმა შემთხვევით დაახლოებით 9 მილიონი ევროს ღირებულების განძი აღმოაჩინა.
ძველი ვილის სარდაფის კედელში დამალულ ჩანთაში ოქროს მონეტები და ნომრიანი ზოდები ინახებოდა. ახალგაზრდა ხელოსანმა და მისმა კოლეგებმა ნაპოვნი ოქრო პოლიციას ჩააბარეს.
სამართალდამცველები ოქროს წარმოშობის შესასწავლად და კანონიერი მფლობელის დასადგენად გამოძიებას აწარმოებენ, ხოლო სტუდენტი იმედოვნებს, რომ აღმოჩენისთვის შესაბამის ჯილდოს მიიღებს.