16 აგვისტო 2026,   08:41
ვრცლად
ვეტერანების განცხადებით, ბარამიძის განცხადება შეკვეთაა, რომელმაც საქართველოს ინტერესები უნდა დააზიანოს - მათი თქმით, ქართველი სამხედროებისა და მოქალაქეების ტყვეების დახვრეტაში დადანაშაულება ქვეყნის საერთაშორისო პოზიციას აზიანებს

შეკვეთა, რომელმაც საქართველოს ინტერესები უნდა დააზიანოს - ასე აფასებენ ვეტერანები გიორგი ბარამიძის განცხადებას. მათი თქმით, ქართველი სამხედროებისა და მოქალაქეების ტყვეების დახვრეტაში დადანაშაულება აზიანებს ქვეყნის საერთაშორისო პოზიციას, კიდევ უფრო ართულებს შერიგების პროცესს და საქართველოს ომის დამნაშავედ წარმოაჩენს.

აფხაზეთის ომში ქართველი მებრძოლების მიერ ტყვეების დახვრეტის შესახებ ბარამიძემ პირველად იაგო ხვიჩიას საავტორო გადაცემაში ისაუბრა. საზოგადოების მწვავე რეაქციის შემდეგ ვიდეომიმართვაც გაავრცელა, თუმცა კრიტიკა არ გაიზიარა და ტყვეების დახოცვა ხალხს დააბრალა. ბარამიძის განცხადება მიუღებელი არ არის მხოლოდ მისი თანაპარტიელებისთვის.

ბარამიძის განცხადებებს მმართველ გუნდში სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ საბოტაჟად და ჰიბრიდული ომის ნაწილად აფასებენ. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ნაციონალურ მოძრაობასა და მის წევრებს აფხაზებთან შერიგების პროცესის შეფერხება და ქვეყნის ინტერესებისთვის საფრთხის შექმნა ამოძრავებთ.

გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე გამოძიება 7 აგვისტოს დაიწყო. საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში პროკურატურამ უკვე გამოკითხა აფხაზეთის ომის ვეტერანები.

დღის ამბები