ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანის განცხადებით, ქვეყანაში არსებული სოციალური ფონი და პროდუქტებზე გაზრდილი ფასები შექმნილი რეალობიდან გამომდინარე ბუნებრივი პროცესია.
"ის სოციალური მდგომარეობა და სიძვირე, რომელზეც საუბრობენ, ბუნებრივია. ადრე საქონელი გემებით შემოგვქონდა, ახლა კი ბევრად უფრო გრძელი გზის გავლა უწევს. შესაბამისად, თვითღირებულება გაიზარდა, ჩვენი შემოსავალი კი შემცირდა. ნავთობს ვყიდდით, ახლა ვეღარ ვყიდით. ზოგიერთი ქარხანა გაანადგურეს. გადასახადებსაც სათანადოდ ვეღარ ვკრებთ,"- აცხადებს მასუდ ფეზეშქიანი.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე.