14 აგვისტო 2026,   20:12
ვრცლად
იაპონიაში წვიმის შედეგად დაიღუპა 4 ადამიანი, 5-კი დაშავდა

წვიმის შედეგად, ტოკიოს მახლობლად, ჩიბას პრეფექტურაში დაღუპულია ოთხი ადამიანი, დაშავებულია ხუთი.

უხვმა ნალექმა, რომელსაც ხელისუფლება "უპრეცედენტოს" უწოდებს, პრობლემები შექმნა.

ელექტროენერგიის გარეშეა 20 000-ზე მეტი ოჯახი, 7 000 მგზავრი ღამით ტოკიოს ნარიტას აეროპორტში დარჩა.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ მეხუთე დონის განგაში გამოაცხადა, რაც უმაღლესი ნიშნულია.

იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, წვიმა დღის ბოლომდე გაგრძელდება.

დღის ამბები