საქართველოში გერმანიის ახალი ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა, - ინფორმაცია საელჩოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
დიპლომატიურ კარიერამდე და საქართველოში გამოჩენამდე, ბარბარა ფოსმა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ მდებარე წარმომადგენლობებში მრავალწლიანი გამოცდილება დააგროვა.
მისი პროფესიული ბიოგრაფიის მთავარი ეტაპები ასეთია:
2023–2026: გენერალური კონსული გერმანიის გენერალურ საკონსულოში კალკუტაში (ინდოეთი).
2019–2023: გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო (ბერლინი) - მაღრიბის, ახლო და ცენტრალური აღმოსავლეთის ქვეყნებთან კულტურისა და მედიის დარგში თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.
2015–2019: საგარეო საქმეთა სამინისტრო - საერთაშორისო თანამშრომლობა ტერორიზმის წინააღმდეგ.
2012–2015: გერმანიის საელჩო ისლამაბადში - ეკონომიკური ურთიერთობების განყოფილების უფროსი.
2009–2012: გერმანიის საელჩო თელ-ავივში (ისრაელი) - კონსული.
ბარბარა ფოსი სხვადასხვა წლებში მუშაობდა გერმანიის საელჩოებში ნიგერიასა და ტანზანიაში, ასევე გაეროში გერმანიის მუდმივ წარმომადგენლობაში (ნიუ-იორკი), აგრეთვე ბონის საგარეო უწყების ცენტრალურ აპარატში.
ფოსმა ელჩის თანამდებობაზე შეცვალა პეტერ ფიშერი, რომელსაც უფლებამოსილების ვადა 2026 წლის 30 ივნისს ამოეწურა.