13 აგვისტო 2026,   18:08
ვრცლად
არასერიოზულია, "დიფ სთეითზე" საუბარი, თითქოს ვინმე სურს ამ ქვეყნის ომში ჩართვა - ბერდია სიჭინავა

"არასერიოზულია, "დიფ სთეითზე" საუბარი, თითქოს ვინმე სურს ამ ქვეყნის ომში ჩართვა," - ასე გამოეხმაურა პარტია "საქართველოსთვის" წევრი, ბერდია სიჭინავა მმართველი გუნდის განცხადებებს "დიფ სთეითთან" დაკავშირებით.

"ლოგიკური შეკითხვა დავსვათ - რისი მომტანი იქნება, მაგალითად, "დიფ სთეითისთვის", რომ ჩვენი ქვეყანა ჩართოს ომში. არ არის აქ ლოგიკა," - აცხადებს ბერდია სიჭინავა.

რუსოფობიის გაღვივების მცდელობა და ჰიბრიდული ომის ახალი ტალღა - თემაზე პრემიერმა ვრცლად ისაუბრა გუშინდელ ბრიფინგზე და აღნიშნა, რომ გარე მტრული ძალების მიზანია, საქართველოში ხელოვნურად გაიზარდოს რუსოფობიური განწყობები, რაც ერებს შორის ზიზღის უკიდურესად გამწვავებით, ეკონომიკური ურთიერთობების ჩამოშლით და ვითარების ესკალაციით უნდა დასრულდეს.

დღის ამბები