12 აგვისტოს მსოფლიო წლის ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ ასტრონომიულ მოვლენას ადევნებს თვალს.
კადრები, რომლებიც ახლა მთელ მსოფლიოს იპყრობს: 2026 წლის მზის დაბნელება მილიონობით ადამიანს აერთიანებს.

ესპანეთი - მზის დაბნელება ქალაქი არია.

ლონდონი - მუქი ნარინჯისფერი დაბნელება. (Bermondsey).

გრენლანდია - კადრი საკრუიზო გემიდან, როდესაც მთვარემ მზეს ჩაუარა.

გერმანია - დაბნელება ნისლიან ცაზე.

ისლანდია - კაშკაშა მზე, მთვარის მიღმა.

ბერლინი - მთვარე ნაწილობრივ ფარავს მზეს.
რა არის მზის დაბნელება?
მზის დაბნელება ხდება მაშინ, როდესაც მთვარე, დედამიწის გარშემო ორბიტაზე მოძრაობს, დედამიწასა და მზეს შორის გადის და მზის სინათლეს ბლოკავს. შედეგად, მთვარის ჩრდილი დედამიწის ზედაპირზე ეცემა.
არსებობს მზის დაბნელების სხვადასხვა ტიპი. ისინი განსხვავდება იმის მიხედვით, თუ მთვარის ჩრდილის რომელი ნაწილი აღწევს დედამიწას. ერთ-ერთი ტიპია ნაწილობრივი მზის დაბნელება.
იშვიათი მოვლენა ევროპისთვის
ევროპისთვის ეს განსაკუთრებით აღსანიშნავი ასტრონომიული მოვლენა იქნება.
გაერთიანებულ სამეფოში ბოლო მზის დაბნელება, რომლის დაკვირვებაც შესაძლებელი იყო, 1999 წელს მოხდა. ბრიტანელებს შემდეგი მსგავსი მოვლენისთვის 2090 წლამდე მოუწევთ ლოდინი.