13 აგვისტო 2026,   13:21
ვრცლად
სიძულვილის ენის წინააღმდეგ პროცესები გრძელდება - თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს 7 საქმეს განიხილავს, გადაწყვეტილება ორ საქმეზე უკვე გამოცხადდა

სიძულვილის ენის წინააღმდეგ პროცესები გრძელდება.
თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს 7 საქმეს განიხილავს. გადაწყვეტილება ორ საქმეზე უკვე გამოცხადდა.
ზვიად ბითაძეს სოციალურ ქსელში კახა კალაძის შეურაცხყოფისთვის 2 500 ლარიანი ჯარიმა, ალექსანდრე ჭალიძეს ვატო გელაშვილის შეურაცხყოფისთვის კი 2 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

"მოქალაქე ზვიად ბითაძის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, 173-ე მუხლის მე-16 პრიმა მუხლის საფუძველზე. პიროვნებამ შეურაცხყოფა მიაყენა თბილისის მერ კახა კალაძეს სოციალურ ქსელში. მისი ქმედება შეფასდა სამართალდარღვევად და სახდელის სახით განესაზღვრა 2 500 ლარიანი ჯარიმა.

მოქალაქე ალექსანდრე ჭალიძის მიმართ იქნა შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის საფუძველზე. მან საჯარო სივრცეში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა კონკრეტულ პიროვნებას. თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა ეს საქმე, მოქალაქე ცნო სამართალდამრღვევად და სახდელის სახით განუსაზღვრა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით", - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს იურისტმა ანდრო გურულმა.

დღის ამბები