ბოლნისში ტურისტული და ურბანული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ტენდერი მოიცავს როგორც საპროექტო მომსახურების, ისე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვას.
ბოლნისის ტურისტული და ურბანული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში უნდა ჩატარდეს გერმანული დასახლების ისტორიული არეალის, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებისა და ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია.
დაგეგმილია ისტორიულ უბანში არსებული შენობა-ნაგებობების, ქუჩების და საფეხმავლო ინფრასტრუქტურის განახლება, საინჟინრო ქსელების, გარე განათების და საზოგადოებრივი სივრცეების მოწესრიგება.