12 აგვისტო 2026,   19:20
ვრცლად
2004 წლის შემდეგ პირველად, ქართული კლუბი ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს - "იბერია 1999" კონფერენს ლიგის ძირითად ეტაპზეა

22-წლიანი ლოდინი დასრულებულია - "იბერია 1999-მა" კონფერენს ლიგის საგზური გაინაღდა.

2004 წლის შემდეგ პირველად, ქართული გუნდი ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, "იბერიამ" ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში ჩრდილოეთ ირლანდიის წარმომადგენელი "ლარნე" 2:1 დაამარცხა და კონფერენსლიგის ძირითად ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.

ევროპის ლიგის პლეიოფში "იბერიის" მეტოქე პოლონურ "იაგელონიასა" და შოტლანდიურ "რეინჯერსს" შორის გამარჯვებული იქნება.

დღის ამბები