12 აგვისტო 2026,   08:35
ვრცლად
"ზუსტად ასეთ მაგალითებზე იზრდება საქართველოს მომავალი, ზუსტად ასეთი მაგალითებით ძლიერდება საქართველოს სახელმწიფო" - ირაკლი ჩიქოვანმა შინდისის გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

ეს არის კიდევ ერთი გამოვლინება ქართველი ჯარისკაცის, საქართველოს ჯარისკაცის გმირობისა და იმ თავდადებისა, რომელსაც ქართული ჯარი იჩენს საკუთარი სამშობლოს მიმართ - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა, რომელმაც შინდისის გმირების მემორიალი ყვავილებით შეამკო და ბრძოლაში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო.

მისი თქმით, სწორედ ასეთი მაგალითებით ძლიერდება საქართველოს სახელმწიფო:

"18 წელი გავიდა შინდისის ბრძოლიდან, ამ ბიჭების, ქართველი ჯარისკაცების ბრძოლიდან, მათი გმირობიდან და ეს არის კიდევ ერთი გამოვლინება ქართველი ჯარისკაცის, საქართველოს ჯარისკაცის გმირობისა და იმ თავდადებისა, რომელსაც ქართული ჯარი იჩენს საკუთარი სამშობლოს მიმართ. ზუსტად ასეთ მაგალითებზე იზრდება საქართველოს მომავალი, ზუსტად ასეთი მაგალითებით ძლიერდება საქართველოს სახელმწიფო,"- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

დღის ამბები