10 აგვისტო 2026,   23:07
ვრცლად
სეუტაში ასობით ადგილობრივმა მიგრაციის კრიზისის მოგვარების მოთხოვნით აქცია გამართა

სეუტაში ასობით ადგილობრივმა მიგრაციის კრიზისის მოგვარების მოთხოვნით აქცია გამართა. დემონსტრაციას შეუერთდნენ ესპანეთის ანკლავის ოთხი რელიგიური თემის წარმომადგენლები, ასევე პროფკავშირებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ესპანეთის ხელისუფლების ინფორმაციით, 30 ივლისს მაროკოდან სეუტაში ზღვითა და ხმელეთით 72 000-მდე მიგრანტი უკანონოდ გადავიდა. მასობრივი გადასვლისას ათობით ადამიანი დაიღუპა. ამას წინ უძღოდა რამდენიმე კვირის განმავლობაში მიგრანტების შედარებით მცირე ნაკადები.

დღის ამბები