საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ანა აბულაძეს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-ლატვიის ურთიერთობებს, ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივებსა და დიპლომატიური მისიის ფარგლებში საქართველოს ინტერესების ეფექტიანად წარმოდგენის მნიშვნელობას.
საქართველოს პრეზიდენტმა ახლადდანიშნულ ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა და ლატვიასთან სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.