10 აგვისტო 2026,   18:49
ვრცლად
ნეთანიაჰუმ უარყო ტრამპის 15-პუნქტიანი გეგმა ღაზასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ საკუთარ ძალებს არ გაიყვანს, სანამ "ჰამასი" ნამდვილად არ განიარაღდება

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ უარყო აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის 15-პუნქტიანი გეგმა ღაზასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ძალებს არ გაიყვანს მანამ, სანამ "ჰამასი" ნამდვილად არ განიარაღდება.

"ჰამასის" წარმომადგენელმა BBC-ს განუცხადა, რომ ისინი "კიდევ ერთხელ ადასტურებენ თავიანთ ერთგულებას" შეთანხმების მიმართ და მზად არიან "სერიოზულად და პასუხისმგებლობით ჩაერთონ" 15-პუნქტიანი გეგმის განხორციელებაში. მათ მოუწოდეს შუამავლებს, უზრუნველყონ, რომ "ყველა მხარემ შეასრულოს შეთანხმებული პირობები."

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის "მშვიდობის საბჭომ" გასულ თვეში განაცხადა, რომ მიაღწიეს შეთანხმებას "ჰამასის" და ღაზაში მოქმედი სხვა შეიარაღებული დაჯგუფებების სრული განიარაღების შესახებ.

დღის ამბები