რუსულმა ძალებმა სუმის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას მართვადი ბომბებით დაარტყეს, რის შედეგადაც სულ მცირე 14 ადამიანი დაშავდა - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე ხუთი დარტყმა დაფიქსირდა. ოდესასა და ოდესის ოლქზე რუსული დარტყმების შემდეგ ელექტროენერგიის მიწოდება 300 000-ზე მეტ ოჯახს შეუწყდა.
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, 9 აგვისტოს საღამოსთვის ელექტროენერგიის მიწოდება გათიშული აბონენტების დაახლოებით მესამედს აღუდგა და აღდგენითი სამუშაოები კვლავ გრძელდება.