უკრაინაში საომარი მოქმედებები გრძელდება. რუსულმა ძალებმა იერიში კიევის ოლქზე მიიტანეს. დაიღუპა სამი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი. დაზიანებულია ინფრასტრუქტურა.
საჰაერო განგაში გამოცხადდა უკრაინის დედაქალაქშიც, სადაც ერთ-ერთ შენობაში ხანძარი გაჩნდა. კიევში ოთხი ადამიანი დაშავდა.
საპასუხო დარტყმებს ახორციელებს უკრაინაც. თავდასხმა მოხდა რუსეთში რამდენიმე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე. მედია წერს, რომ დრონების საფრთხის გამო დროებით დაიხურა კრასნოდარის აეროპორტი.