07 აგვისტო 2026,   22:24
ვრცლად
ყველაზე მნიშვნელოვანია, სიტყვის თავისუფლება არ დაიკარგოს ამ ქვეყანაში არასოდეს - გიორგი სიხარულიძე

ახლად დაფუძნებული საინიციატივო ჯგუფის წევრები პარლამენტში, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდნენ. როგორც თავად ამბობენ, მათი ინტერესია მომზადდეს საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ეკლესიას, ისტორიულ გმირებს და ეროვნულ ფასეულობებს კანონით დაიცავს და არ შეზღუდავს სიტყვის თავისუფლებას.

საკანონმდებლო ინიციატივა კი პარლამენტს წარედგინება. კონსულტაციების შემდეგ სწორედ კანონმდებლებმა უნდა მიიღონ საბოლოო დოკუმენტი.

საინიციატივო ჯგუფის წევრი გიორგი სიხარულიძე აცხადებს, რომ შეხვედრა ძალიან საინტერესოდ წარიმართა. 

"ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა. ერთია ინიციატივა და მეორეა საკანონმდებლო დონეზე როგორ გადაწყდება ეს ყველაფერი. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი ისე გაკეთდება, რომ კითხვებიც კი არ დაისმევა, არ დაისმევა იმ ადამიანებისგან, ვისაც ამ დღეების განმავლობაში რაღაც კითხვები ჰქონდა.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სიტყვის თავისუფლება არ დაიკარგოს ამ ქვეყანაში არასოდეს. მაგრამ ის, რაც შენთვის ფასეულია, რაც ღირებულია, რაზეც დგას ეს ქვეყანა, იმას რაღაცა დაცვა სჭირდება. ოქროს შუალედია საკანონმდებლო დონეზე მოსაძებნი", - აცხადებს გიორგი სიხარულიძე.

დღის ამბები