მსგავსი განცხადებები შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს ვეტერანებს და ბრძოლაში დაღუპულ გმირებს, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვისთვის იბრძოდნენ. დაუშვებელია პოლიტიკური მიზნებისთვის ისეთი ნარატივების გავრცელება, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებს ქართველი სამხედროებისა და მებრძოლების ღირსებას და ქმნის მცდარ წარმოდგენას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ბარამიძის განცხადებას.
ალექსანდრე ტაბატაძეის თქმით, განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ ასეთი განცხადებები სრულ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს ხელისუფლების შერიგების პოლიტიკასთან, რომლის საფუძველიც არის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ხელშეწყობა.
„გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებული ომის დროს ტყვეების მიმართ დამოკიდებულებას ეხებოდა, არის უკიდურესად უპასუხისმგებლო და აზიანებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.
მსგავსი განცხადებები შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს ვეტერანებს და ბრძოლაში დაღუპულ გმირებს, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვისთვის იბრძოდნენ. დაუშვებელია პოლიტიკური მიზნებისთვის ისეთი ნარატივების გავრცელება, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებს ქართველი სამხედროებისა და მებრძოლების ღირსებას და ქმნის მცდარ წარმოდგენას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.
განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ ასეთი განცხადებები სრულ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს ხელისუფლების შერიგების პოლიტიკასთან, რომლის საფუძველიც არის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ხელშეწყობა, ნდობის აღდგენა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პრინციპების პატივისცემა.
მიმდინარე ოკუპაციის პირობებში, როდესაც საქართველო საერთაშორისო დონეზე ყოველდღიურად იცავს საკუთარ პოლიტიკურ და სამართლებრივ პოზიციებს, თითოეულ საჯარო შეფასებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მსგავსი ბრალდებები შეიძლება გამოყენებულ იქნეს საქართველოს წინააღმდეგ იმ ძალების მიერ, რომლებიც წლების განმავლობაში ცდილობენ ჩვენი ქვეყნის დისკრედიტაციას.
ამგვარი განცხადებები ასუსტებს საქართველოს პოზიციებს, როგორც პოლიტიკურ, ისე სამართლებრივ სივრცეში და დამატებით არგუმენტებს აძლევს მოწინააღმდეგეს.
ეროვნული უსაფრთხოება, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა, ჩვენი სამხედროების ღირსება და საქართველოს საერთაშორისო ინტერესები არ შეიძლება გახდეს შიდა პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტი - ეს ის საკითხებია, რომლებზეც პასუხისმგებლობა საერთო უნდა იყოს და ყველა სიფრთხილით უნდა ეკიდებოდეს,” - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსანდრე ტაბატაძემ.