აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის თურქეთში, კუნძულ ქინალიადაზე, საერთაშორისო ბანაკი მოეწყო, რომელშიც სოფელ ფერიაში მცხოვრები ეთნიკურად აფხაზი და აფხაზეთიდან დევნილი 20-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა.
10 დღის განმავლობაში მათ მონაწილეობა მიიღეს მრავალფეროვან კულტურულ, შემეცნებით და გასართობ აქტივობებში, ასევე დაათვალიერეს სტამბოლის ისტორიული ღირსშესანიშნაობები. პროექტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს მიერ, მსოფლიო საპატრიარქოსთან თანამშრომლობითა და აჭარის კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით განხორციელდა.