25 ივლისი 2026,   13:36
ვრცლად
დმანისის მუნიციპალიტეტში გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის საჯარო განხილვა გაიმართა

დმანისის მუნიციპალიტეტში გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის საჯარო განხილვა გაიმართა. მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა მოსახლეობას მუნიციპალიტეტის განვითარების ხედვა და მომავალი წლების პრიორიტეტები გააცნო.

მისი განცხადებით, მთავარი აქცენტი საგზაო და წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის სრულ მოწესრიგებაზე, განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდასა და თანამედროვე საგანმანათლებლო გარემოს შექმნაზე კეთდება. სტრატეგია ასევე ითვალისწინებს ადგილობრივი ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას, რაც ახალი სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს.

შეხვედრას ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ავთანდილ ჭრიკიშვილი, საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს წარმომადგენელი გიორგი დიდიძე, ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტების თვითმმართველობის წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდნენ.

მუნიციპალიტეტებში გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიის შემუშავება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის დავალებით მიმდინარეობს, ხოლო პროცესის კოორდინაციას რეგიონული განვითარების სამინისტრო უზრუნველყოფს.

დღის ამბები